ჩვენი მომსახურება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადების გადახდასთან და დაბეგვრესთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას. საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდა სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მათ მიეკუთვნება:
- საშემოსავლო გადასახადი
- მოგების გადასახადი
- დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)
- აქციზი
- იმპორტის გადასახადი
ადგილობრივი გადასახადები შემოღება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობის ორგანოს ნორმატიული აქტის საფუძველზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში და მათი გადახდა სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელს ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით.
- ადგილობრივ გადასახადებს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.