ჩვენ დაგეხმარებით საქართველოში ნებისმიერი ტიპის საწარმოს/წარმომადგენლობის დაფუძნებაში ან/და ლიკვიდაციაში!
ნებისმიერ ქვეყანაში საწარმოს დაფუძნება დაკავშირებული გარკვეულ იურიდიულ საკითხთებთან, დოკუმენტებთან, პროცედურებთან და ვადებთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღება და საჭირო დოკუმენციის სწორად შედგენა.ჩვენ სრულ იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ საქართველოში ნებისმიერი კომპანიის დასაფუძნებლად, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს წარმომადგენლობის/ფილიალის გასახსნელად, ან ვირტუალური კომპანიის შესაქმნელად.
ჩვენი მომსახურება მოიცავს კომპანიის დასარეგისტრირებლად საჭირო ყველა ნაბიჯს: საბუთების მომზადებას, გაფორმებას, თარგმანს, ნოტარიულად დამოწმებას, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმენაში ან ლეგალიზაციაში დახმარებას, კომპანიის რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში, კომპანიის საგადასახადო რეგისტრაციას, ბანკში ანგარიშის გახსნას, იურიდიული მისამართის მინიჭებას, კომპანიის რეგიტრაციის შემდეგ სრულ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას.
ჩვენ დაგეხმარებით ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სუბიექტების დაფუძნებაში, რეორგანიზაციაში და ლიკვიდაციაში:
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
- სააქციო საზოგადოება
- კოოპერატივი
- კომანდიტური საზოგადოება
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
- უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი
- უცხო ქვეყნის საწარმოს წარმომადგენლობა
- ინდივიდუალური მეწარმე
- არაკომეციული იურიდიული პირი
- ვირტუალური კომპანია/ოფისი
კომპანიის დასაფუძნებლად საჭიროსაბუთების ჩამონათვალი დამოკიდებულია კომპანიის სახეობაზე და კომპანიის დამფუძნებლების ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე. საბუთბის სწორად მომზადების შემდეგ,კომპანიის დარეგისტრირებისათვის გვჭირდება მხოლოდ ერთი ან ორი დღე.
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ საქართველოში კომპანიის დასაფუძნებლად?! თქვენი ხარჯების დაზოგვის და საქმიანობის დაწყების გაადვილების მიზნით:
- კომპანიის რეგისტრაციისათვის აუცილებელ იურიდიულ მისამართს მიიღებთ უფასოდ.
- უფასოდ დაგარეგისტრირებთ საგადასახადო აღრიცხვაზე
- უფასოდ გაგიწევთ პირველად კონსულტაციას საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემასთან და საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებით.
- კომპანიის დაფუძნების შემდეგ, უფასოდ გადმოგცემთ კომპანიის საქმიანობისათვის საჭიროზოგიერთი ყველაზე გამოყენებადი ხელშეკრულებების შაბლონური ვარიანტებს ქართულ-რუსულ ან ქართულ-ინგლისურ ენებზე.