მას შემდგომ, რაც საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება, საქართველოში მცხოვრებ პირებს გაეხსნათ უზარმაზარი შესაძლებლობები ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ბიზნესის განსავითარებლად.

საქართველოში კორუფციის არარსებობა, ბიუროკრატიის დაბალი დონე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, საგადასახადო დაბეგვრის ესტონური მოდელის ამოქმედება, ლიბერალური რეგულაციები, კარგი საინვესტიციო გარემო, ტურისტული პოტენციალი და სხვა გარემოებები უამრავ უცხოელს იზიდავს საქართველოში.

უამრავი ადამიანი ცდილობს მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა (მათ შორის ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა), მიიღოს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

ჩვენი კომპანია გაგიწევთ სრულ იურიდიულ მომსახურებას, დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტების მოპოვება/შედგენაში და ყველა საჭირო პროცედურის გავლაში საქართველოში ნებისმიერი სახის ბინადრობის ან მოქალაქეობის მისაღებად ან/და შრომის უფლების მოსაპოვებლად.