საქართველოში უძრავი ქონების შეძენა დაკავშირებულია ბევრ სამართლებრივ საკითხთან სამართლის სხვადასხვა დარგიდან.  მის  შეძენამდე აუცილებელია საბუთების გულმოდგინე შესწავლით დარწმუნდეთ, რომ გამყიდველი ქონებას ფლობს კანონიერ საფუძველზე და რომ  უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების  მარეგისტრირებელ ორგანოში – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები შეესაბამება რეალურად არსებულ მდგომარეობას. დარწმუნდეთ უძრავი ქონების კანონიერებაში და  მშენებლობის განხორციელების სურვილის შემთხვევაში, წინასწარ გაარკვიოთ მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხები.

უძრავ ქონებაზე მესაკუთრის ვინაობა დგინდაბა საჯარო რეესტრის ამონაწერით. უძრავი ქონების შესაძენედ აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმდეს  სთანადო  ხელშეკრულება და დარეგისტრირდეს სარეგისტრაციო ორგანოში.

ჩვენი კომპანია ახორციელებს საქართველოში უძრავი  ქონების შეძენის, გაქირავების, იჯარის ან სხვა ფორმით გადაცემისათვის საჭირო იურიდიულ მომსახურებას.