ჩვენ გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას. ბუღალტრული აღრიცხვის  და ანგარიშგებიდან გამომდინარე, საქართველოში  იურიდიულ  და ფიზიკური პირისათვის დადგენილია რამოდენიმე სავალდებულო სახის დეკლარაციის წარდგენა.

იურიდიული პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურში დადგენილი წესით  წარადგინოს:

  • ყოველი წლის პირველ აპრილამდე წლიური მოგების დეკლარაცია გასული წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდზე;
  • ყოველი წლის 01 ნოემბრამდე ქონების დეკლარაცია გასული წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდზე;
  • ყოველი თვის 15 რიცხვამდე მოგების დეკლარაცია გასული თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის პერიოდზე;
  • ყოველი თვის 15 რიცხვამდე დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაცია გასული თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის პერიოდზე;
  • ყოველი თვის 15 რიცხვამდე იმპორტის გადასახადის დეკლარაცია გასული თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის პერიოდზე;

ფიზიკური პირი ვალდებულია წარაგდინოს:

  • ყოველი წლის 01 აპრილამდე საშემოსავლო დეკლარაცია გასული წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდზე;
  • ყოველი წლის ნოემბრის 01 რიცხვამდე ქონების დეკლარაცია გასული წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდზე.

ზემოაღნიშული დეკლარაციები მიეკუთვნებიან მხოლოდ ძირითადი ტიპის დეკლარაციებს და    გასათვალისწინებელია, რომ  დეკლარაციის სახეობა და წარდგენის ვადა  დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა გარემოებაზე.